სოფიო კილაძე - მიხეილ კალანდია და ა.ს. გამოკითხვისას ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ

მიხეილ კალანდია და ა.ს. გამოკითხვისას ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისშემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა უმრავლესობიდან სოფიო კილაძემ განუცხადა.

სპეციალიზებულ შენობაში მიხეილ კალანდიას გამოკითხვის პროცესი ამ მომენტამდე გრძელდება. გამოკითხვა რამდენიმე საათია მიმდინარეობს. როგორც სოფიო კილაძემ აღნიშნა, გამოკითხვა სავარაუდოდ უახლოეს ერთ საათში დასრულდება. რაც შეეხება კიდევ ორი არასრულწლოვნის განმეორებით გამოკითხვის პროცესს, ის სავარაუდოდ სხვა დროისთვის გადაიდება.

სოფიო კილაძისგან ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად სანდო იყო მიხეილ კალანდიასგან მიღებული ინფორმაცია, რადგან მას გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ჩვენებები აქვს მიცემული. კილაძის განცხადებით, გარედან შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ორივე მოზარდი, ა.ს. და მიხეილ კალანდია ძალიან დიდი სტრესტის ქვეშაა.

„იყო გარკვეული საკითხები, გარკვეული უზუსტობები. მ.კ.-ს გამოკითხვა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა, მაგრამ ამ ორის ჩვენებებს შორის გარკვეული უზუსტობები არის. თუმცა, ეს ცალკე გამოკვლევას საჭიროებს და იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ მოვახერხებთ ძალიან დეტალებში ჩავიდეთ და შევიქმნათ შთაბეჭდილება ამ ბავშვების მონაყოლიდან გამომდინარე, ზუსტად რა მოხდა“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისივე თქმით, უფრო კონკრეტულად მიხეილ კალანდიასა და ა.ს.–ს მონათხრობს შორის იყო გარკვეული აცდენები. მან იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ჯამში დეტალები დაზუსტდება. „რაც შეეხება სანდოობას, ჩვენ, ალბათ საბოლოო ჯამში ერთიანად უნდა შევიქმნათ შთაბეჭდილება. ახლა ვისაუბროთ იმაზე, რომ კონკრეტული მოწმეების ჩვენებები არის თუ არა სანდო, უფრო არასერიოზული იქნება, რადგან მთლიანობაშია გადასაწყვეტი, შთაბეჭდილებაა შესაქმნელი“, – განაცხადა კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა