დონალდ ტრამპი - რუსები "დემოკრატებს" შეუწყობენ ხელს - მათ ტრამპი არ სურთ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებზე "დემოკრატების" სასარგებლოდ, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა"ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ რუსეთი ძალიან შეეცდება, გავლენა მოახდინოს მოახლოებულ არჩევნებზე. იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი პრეზიდენტი არ ყოფილა რუსეთთან მიმართებაში ჩემზე უფრო ხისტი, რუსეთი ხელს შეუწყობს "დემოკრატებს". რუსებს უდავოდ არ სურთ ტრამპი!", - დაწერა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე აშშ-ს კონგრესში შუალედური არჩევნები გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს