პრეზიდენტი საბერძნეთში, მასშტაბური ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო საბერძნეთის პრეზიდენტს და ბერძენ ხალხს ქართველი ხალხის სახელით სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთში, მასშტაბური ხანძრის შედეგად, დატრიალებული ტრაგედიის გამო საბერძნეთის პრეზიდენტს და ბერძენ ხალხს ქართველი ხალხის სახელით თანადგომას, მხარდაჭერას და სამძიმარს უცხადებს.

,,ქართველი ხალხის და ჩემი სახელით, ნება მომეცით გამოვხატო თანადგომა ბერძენი ხალხის მიმართ და გამოვთქვა ღრმა მწუხარება საბერძნეთში გაჩენილი საზარელი ხანძრის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მრავალ ადამიანს მიაყენა ზიანი.

თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ამ მომენტში, ჩვენ ვლოცულობთ ბერძენი ხალხისთვის.

უმორჩილესად გთხოვთ, გადასცეთ ჩემი სამძიმარი და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებს ამ ტრაგიკულ ვითარებაში და ასევე ჩემი სახელით დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვოთ. შეგიძლიათ მთელი საქართველოს თანადგომის და მხარდაჭერის იმედი გქონდეთ", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს