ბიძინა ივანიშვილი - პუშკინის სკვერში მიწისქვეშა ავტოსადგომისთვის მიწას ვიყიდდი, მაგრამ ამით დავარღვევდი პროცესს

პუშკინის სკვერში მიწისქვეშა ავტოსადგომისთვის მიწას ვიყიდდი, მაგრამ ამით დავარღვევდი პროცესს და სწორ შეფასებას არ მივცემდი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც მიწისქვეშა ავტოსადგომებზე ასეთი მოთხოვნაა, არ შეიძლება სახელმწიფომ ფული აიღოს.

„რამდენიმე კვირა მთელი საქართველო ყირაზე დააყენეს, რომ ივანიშვილმა ერთ ლარად იყიდა პუშკინის სკვერიო, ასე ამბობდნენ, ამ დროს, პუშკინის სკვერის მიწისქვეშ ავტოსადგომი გაკეთდა. მე მაგას ვიყიდდი, მაგრამ ისევ დავარღვევდი პროცესს, დავამახინჯებდი რაღაცას და სწორ შეფასებას არ მივცემდი. არ შეიძლება როდესაც ავტოსადგომებზე ასეთი მოთხოვნაა, სახელმწიფომ აიღოს ფული მიწისქვეშა გადასასვლელებზე. თუ დააკვირდებით, კარგი არ მოხდა, ცუდი მოხდა - მერიამ გამოიტანა სამი ადგილი მიწისქვეშა გადასასვლელებში ავტოსადგომების მშენებლობისთვის და არავინ მივიდა. იმდენად არაეკონომიურია, რომ არავინ გამოთქვა სურვილი ამის გაკეთების. ამაზე გასცეს ოპოზიციამ პასუხი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა