ბიძინა ივანიშვილი - ნებისმიერ ჩინოვნიკს, რომ დაგჭირდებათ, უნდა გაიხადოთ და ნახონ, რომ თქვენ სუფთა ხართ - უკაცრავად, პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ

კორუფცია უნდა იყოს წარმოუდგენელი, ნებისმიერ ჩინოვნიკს, პირდაპირ ამ ტერმინს ვხმარობ, რომ დაგჭირდებათ, უნდა გაიხადოთ და ნახონ, რომ თქვენ სუფთა ხართ. უკაცრავად, პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ასეთი მართვა არის ძალიან რთული. ექსპრემიერის თქმით, ასეთი ეკონომიკის შემთხვევაში, როცა ამდენი სიღარიბე გვაქვს, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, როდესაც კაცს ღირსეული სამსახური არ აქვს, ძალიან რთულია.

„ყველას აქვს უფლება აზრის გამოხატვის, თავისუფლად გამოდიან და გამოხატავენ. ნახეთ, ბოლო მიტინგები როგორი იყო. როგორი მოთმენით, როგორ ოსტატურად, როგორ პროფესიონალურად. თუ გინდა გახარია გავიხსენოთ. ნახეთ, როგორი მიტინგები იყო, როგორ გრძნობდნენ საზოგადოებას და როგორ იცავდნენ ძირითად ღირებულებებს. როგორ ახერხებდნენ ხელისუფლების შენარჩუნებას და სახელმწიფოს სტაბილურობას. ეს არის უაღრესად რთული, მარტივი რაც იყო, გააკეთა წინა გუნდმა. სწორედ ეს ხელისუფლება არის ძალიან ძლიერი, ასეთი მართვის სტილი არის ძალიან რთული და უნიათობა იქით გაიხსენონ. მათი უნიათობის საფუძველზე მოხდა ის, რითაც დაიწყეს 2003 წელს. მეც ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი იმ რევოლუციით და ძირითადი მხარდამჭერიც, თუ გნებავთ. იმის შემდგომ, როდესაც მოვიდნენ და არა რევოლუციის პროცესში, ნახეთ შედეგი რაც მივიღეთ. მათ ვერ შეძლეს და ვერ მოახერხეს ამ მეთოდებით ქვეყნის მართვა, რაც არის უაღრესად რთული და საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, ანგარიში უნდა გაუწიოს ამას, ეს არ არის მარტივი პროცესი, რომ ჩვენ დღეს ღარიბები ვართ, მე ჩემს გამოსვლაში გავიხსენე უახლოესი ისტორია. სამწუხაროდ, ჩვენ მოვახერხეთ და ყველა უბედურება ჩვენს თავზე დავატრიალეთ. ჩვენ თავისუფლებისკენ მსწრაფი ერი ვართ, ეს ვაჩვენეთ. 9 აპრილით დავიწყოთ და იმის შემდგომი პროცესები როგორ განვითარდა, ჩვენ მოვახერხეთ ემბარგო გამოვუცხადეთ რუსეთს, დავკეტეთ ყველაფერი, დავანგრიეთ მთლიანად ეკონომიკა, მოვახერხეთ სამოქალაქო ომი. ნულამდე დავიყვანეთ და დავანგრიეთ ყველაფერი. ამ ფონზე, რეალურად იმის შემდგომ ახალი დაავადება გაჩნდა ეს გუნდი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და ის, რაც მივიღეთ, საპატიმროდ გადაიქცა მთელი ქვეყანა, იქ ეკონომიკა ვერ გაიფურჩქნებოდა და არც გაიფურჩქნა. პირველი ორი წელი იყო მატყუარა და მართლაც იყო რაღაც შედეგები. იმის შემდგომ რაც გაგრძელდა, როგორც გაგრძელდა, გასაგებია. რეალურად ჩვენი მოსვლის შემდგომ ჩაეყარა ჯანსაღ ეკონომიკურ საფუძვლებს ნიადაგი და ამის შემდგომ დაიწყო პროცესი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს