თამარ ხულორდავა - ბიძინა ივანიშვილმა სწორად დასვა აქცენტები საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, საპარლამენტო მმართველობის მოდელის დანერგვაზე

ბიძინა ივანიშვილს სწორი ხედვა აქვს, გულწრფელია და ალბათ, ყველაზე მეტი გაუკეთებია და აკეთებს ჩვენი ქვეყისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თამარ ხულორდავამ განაცხადა.

დეპუტატის აზრით, ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში აქცენტები სწორად დასვა.

„ამ ადამიანს შეიძლება ოპონენტები სიტყვებზე გამოეკიდონ, მაგრამ ფაქტია, რომ სწორი ხედვა აქვს, გულწრფელია და ალბათ, ყველაზე მეტი გაუკეთებია და აკეთებს ჩვენი ქვეყისთვის. დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ყოველთვის ყველაზე უბრალოდ და სწორად ლაპარაკობს. ძალიან სწორად დასვა აქცენტები საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, ღიაობაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე, ზოგადად საპარლამენტო მმართველობის მოდელის დანერგვაზე. სწორად და რეალისტურად ხედავს და აფასებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას და შანსებს“, - განაცხადა ხულორდავამ.

მისივე შეფასებით, პროექტები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ხორციელდება, „ახალი მიზიდულობის ცენტრებია, ახალი საინტერესო სანახაობაა, რაც მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას“.

„ტალახის სროლა ყველაზე ადვილია, საქმის კეთებაა ძნელი. მომწონს დენდროლიგიური პარკიც, პანორამა თბილისიც, ციცინათელაც, მუსიკალური ცენტრიც, გრანდიოზული სასტუმროც ურეკში და კიდევ ბევრი სხვა პროექტი. მისი კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე რომ ხეების გადატანის თემაზე ჩვენი ოპონენტების მიერ ენთუზიაზმით მიწოდებულ ინფორმაციას ვერ ცდება, ესეც საკმაოდ ნიშანდობლივი და სასაცილოც კია. ეს პროექტები ახალი მიზიდულობის ცენტრებია, ახალი საინტერესო სანახაობაა, რაც მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას; ეს სამუშაო ადგილებია ჩვენი მოქალაქეებისთვის და დახარჯული ფულია, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში რჩება; ყველაფერთან ერთად, ეს კარგი სტიმულია სხვა ინვესტიციების მოსაზიდად. ხშირად უნდა ჰქონდეს საჯარო გამოსვლები. მისგან საზოგადოებამ გუშინ ბევრ კითხვაზე მოისმინა პასუხი“, - აღნიშნა ხულორდავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს