“საერთაშორისო გამჭვირვალობა” - კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებულია

გაუარესებულია მდგომარეობა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მიმართულებით, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მომზადებულ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც IX მოწვევის პარლამენტის პირველი წლის საქმიანობას ასახავს და 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მე-9 მოწვევის პარლამენტმა საანგარიშო პერიოდში დაჩქარებული წესით 213 პროექტი განიხლა, მათ შორის 111 კანონპროექტი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ეხებოდა. ამასთან, იყო 12 შემთხვევა, როდესაც დაჩქარებული წესით პროექტის განხილვის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, პრობლემაა ასევე კანონის ამოქმედების გადავადება. კერძოდ, პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა და მიიღო 77 ასეთი კანონის პროექტი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მე-8 მოწვევის პარლამენტის მიერ გამარტივებული წესით განხილული კანონპროექტების საერთო რაოდენობას (47 კანონის პროექტი).

“სამუშაო ჯგუფების საქმიანობა ზოგიერთ შემთხვევაში ატარებდა ფორმალურ ხასიათს. მაგალითად, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მომზადების პროცესში ჯგუფის წევრები ჩართულნი არ ყოფილან”, - ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ანგარიშს დღეს პარლამენტის წევრებს გააცნობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა