რომან კაკულია - ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ივანიშვილს და კვირიკაშვილს ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ ხედვაში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, მისთვის ყველაზე მიუღებელი ის იყო, რომ გიორგი კვირიკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს „ეკონომიკური განვითარების ხედვა ასეთი განსხვავებული ჰქონდათ“.

კაკულიას თქმით, "ქართული ოცნების" წიაღიდან წამოსულ პრემიერს „ასეთი ტიპის აცდენა არ უნდა ჰქონდეს“.

"ბანკებთან დაკავშირებით ბატონი ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ძალიან მკაფიო იყო, რომ ის რეალობა, რომელიც დადგა, ყველასთვის ცხადია. ყველა ხედავს, თუ როგორ წნეხად აწევს საზოგადოების დიდ ნაწილს საბანკო ვალდებულებები, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ამის თქმა არ ნიშნავს საბანკო სექტორის ეფექტურობის მნიშვნელობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. კვირიკაშვილთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქცენტი იქნა დასმული, რაც საზოგადოებას აინტერესებდა. ჩემი აზრით ის გულისხმობდა, რომ როცა ხარ მთავრობის მეთაური და ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება, თავისთავად გეკისრება ვალდებულება. სუბიექტური ფაქტორები რამდენად იყო და რამდენად იყო პროცესები უმართავი იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება მაინც აღმოჩნდებოდა იმ მდგომარეობაში, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამას შესწავლა უნდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელი ვერასოდეს აიცილებს თავიდან უარყოფით ტენდენციებზე პასუხისმგებლობას. ეს იყო ძალიან გასათვალისწინებელი მესიჯი სამომავლოდაც.

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის და გიორგი კვირიკაშვილის ურთიერთობებში მოულოდნელობა ის იყო, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ხედვაში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ. ჩემთვის ყველაზე დიდი მიუღებლობა არის ეს და ვფიქრობ, პირადად მე ამ ხარისხის უთანხმოების შესახებ აუცილებლად უნდა მცოდნოდა. ვისი ბრალია ეს არ ვიცი, მაგრამ ვისაც უნდა იმან მიიღოს ეს თავის თავზე. ეს თუ ამ ხანგრძლივობით გრძელდებოდა, აცდენა პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ეს ჩემთვის მიუღებელი ფაქტორია და არც ერთ პრემიერ-მინისტრს, რომელიც "ქართული ოცნების" წიაღიდან არის წამოსული, ასეთი ტიპის აცდენა არ უნდა ჰქონდეს. ეს ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა რომან კაკულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა