KTW ჯგუფი - კიდევ ერთხელ წლის ლიდერ კომპანიად დასახელდა

„KTW“ ჯგუფმა დაჯილდოებაზე დაიკავა ტოპ ათეულის პირველი ადგილი და აგრეთვე დასახელდა - „წლის ლიდერ კომპანიად“, როგორც საქართველოს ლიდერი საწარმო - სამეურნეო სუბიექტების ზოგადსახელმწიფოებრივი რანჟირებისა და კრიტერიუმი „ბრუნვა“-ს მიხედვით.

მიმდინარე წლის 21 ივლისს შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ (Paragraph Resort & Spa Shekvetili) შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „წლის ლიდერის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც „წლის ლიდერის“ უმაღლესი ჯილდოს მფლობელი KTW ჯგუფი გახდა. როგორც მოგეხსენებათ, მოცემული ღონისძების მთავარ მიზანს წარმოადგენს კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის ხელის შეწყობა. მოცემულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია რიგი ქვეყნები, როგორიცაა ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, უზბეკეთი და მათ შორის საქართველო.

„KTW” ჯგუფის მიერ საქართველოს მასშტაბით განხორციელებული არაერთი პროექტი, როგორც მეღვინეობასა და ექსპორტში, აგრეთვე ტურიზმსა და აგრარულ სექტორში დადებითად ისახება ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაზე.

კახეთის, გურიის, ქართლის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში კომპანია ფლობს ISO 22000 - საერთაშორისო სერთიფიკატისა და ევროპული სტანდარტების მქონე არაერთ ქარხანას, მათ შორის საკონსერვო, ღვინის მიმღებ-გადამამუშვებელ და სპირტის ქარხნებს.

კომპანია მუდმივად ზრუნავს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე, ასევე, ნატურალური ქართული პროდუქცის წარმოებასა და ექსპორტის განვითარებაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ "KTW” ჯგუფი 2016 წელს დასახელდა „ექსპორტის ლიდერ კომპანიად“.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა