ნინო გვენეტაძე - მოსამართლეთა რაოდენობის რიცხვის გაზრდით, ასევე საქმეთა ადმინისტრირების სწორი მეთოდების შექმნით, ნელ-ნელა დავძლევთ საქმეთა ჭარბ ნაკადს

გამოწვევები ბევრია სასამართლოში. ბევრი სამუშაო გვაქვს და ვფიქრობთ, მოსამართლეთა რაოდენობის რიცხვის გაზრდით, ასევე საქმეთა ადმინისტრირების სწორი მეთოდების შექმნით, ნელ-ნელა დავძლევთ საქმეთა ჭარბ ნაკადს, -ამის შესახებ უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო გვენეტაძემ მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიში საკამოდ მოცულობითია.

ჟუნალისტის კითხვაზე, გამოწვევებს შორის არის თუ არა მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაც, გვენეტაძე ასე პასუხობს: "დიახ, რასაკვირველია, დამოუკიდებლობა ეს არის პირველი ნაწილი და უმთავრესი- დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ეფექტიანობა".

გვენეტაძის თქმით, ოთხი ძირითადი მიმართულებაა, რაც ყველა სარეფორმო ეტაპზე, მართლმსაჯულების ზრუნვის საგანია.

"ასევე ამ ზრუნვას შემოუერთდა იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი. კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ დაძლევს თუ არა სტრატეგიული მიმართულებების შესრულებას ის ფორმატი, რომელიც სასამართლო რეფორმის მორიგ ტალღას ეხება, რასაკვირველია, დაძლევს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი უკვე იქნა განხილული, რომელიც ანგარიშვალდებულების და ასევე დამოუკიდებლობის მექანიზმსაც უკავშირდებოდა და შეეხება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების ჩამოყალიბებას, რომელიც უკვე დასასრულისკენ არის, სამეულის ფორმატში შემუშავებული. ვფიქრობთ, საშემოდგომო სესიაზე ამ კანონმდებლობის სრულყოფა მოხდება, რაც მოგვცემს ბალანსის შენარჩუნების უფლებას, მოსამართლის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც ჩვენ სტრატეგიული მიმართულებებით გავწერეთ და უკავშირდება ასევე იუსტიციის საბჭოს სამოქმედო წესების გაუმჯობესებას. ასევე უკავშირდება ამ საქმეთა ჭარბი ნაკადის მართვის ადმინისტრირების პრინციპების დახვეწას და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას. ასევე, გარდამავალი პერიოდი, რომელიც ძველი საბჭოს ახლით ჩანაცვლებით დროში პრობლემებს გვიქმნიდა, აისახა გარკეულწილად ანგარიშშიც. ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ რაც შესრულებულია, მაგრამ არ უნდა ვთქვათ უარი იმაზე, რაც შესასრულებელია და მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში უნდა გადავიტანოთ", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

სასტუმრო "რედისონში" სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას სასამართლოსა და საპალამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა