პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

პაკისტანში, ქალაქ კვეტაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე, რომლის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო. ამის შესახებ ტელეარხი Geo TV იუწყება.

აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რომლის სამიზნე ერთ-ერთი საარჩევნო უბანი იყო. საარჩევნო უბანზე მისვლამდე ის პოლიციელებმა გააჩერეს, რის შემდეგაც მან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

დაღუპულებს შორის არის ხუთი პოლიციელი. დაშავებულთა რიცხვი კი 35-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს პაკისტანში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა