ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ერთი ავტოცისტერნა.
ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.