რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2018 წლის მესამე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სხდომას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ევანგელურ-პროტესტანული, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიებისა და სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„კომისიაზე განსახილველად წარდგენილი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 38 საკითხი, რომელთაგან 30 დაკმაყოფილდა, ხოლო 8 საკითხი დახარვეზდა. კომისიამ ევანგელურ-პროტესტანტული და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების მიერ წარდგენილ საკითხებზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მიერ წარმოდგენილი იყო 4 საკითხი, რომელთაგანაც, კომისიის გადაწყვეტილებით ერთი საკითხი დაკმაყოფილდა, ორი საკითხი დახარვეზდა, ხოლო ერთ საკითხზე კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.