გია ვოლსკი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შს სამინისტროში გაერთიანება შესაძლოა უკეთესი იყოს - ფაქტია, რომ მართვის სისტემის დახვეწა არის აუცილებელი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შს სამინისტროს სტუქტურაში გაერთიანება შესაძლოა უკეთესი იყოს - ფაქტია, რომ მართვის სისტემის დახვეწა არის აუცილებელი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

”ზუსტად რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მთავრობის შიგნით გარკვეული სტრუქტურული ცვლილებების საკითხი განიხილება. რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მე მომწონს, რომ ეს სამსახური არის ცალკე თავისი რესურსებით. ის არის გარკვეულ თემებზე მობილიზებული. ამასთან, არსებობს მეორე ამოცანა, რომელიც მართვის კოორდინაციას გულისხმობს პოლიციის სტრუქტურებსა და საგანგებო სიტუაციების ქვედანაყოფებს შორის. შეიძლება გაერთიანება უკეთესი იყოს, მაგრამ ამ თემაზე მკაფიო პასუხი არ მაქვს. ფაქტია, რომ მართვის სისტემის დახვეწა არის აუცილებელი. ჩვენ რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ და სტატეგიული გეგმები დავსახოთ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გაცილებით უკეთესი იქნება მდგომარეობა თუ მართვის სისტემა უფრო მობილიზებული იქნება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

ამ კონტექსტში ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საუბარი უშიშროების საბჭოს, როგორც უსაფრთოების საკითხების მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნაზე. ვოლსკის თქმით, უშიშროების საბჭო არის საჭირო სტრუქტურა და ის, როგორც კრიზისული სიტუაციების მართვის რგოლი, პრემიერ-მინისტრთან უნდა ჩამოყალიბდეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული ორგანოა, შესაძლოა კვლავ შს სამინისტროს სტუქტურაში გაერთიანდეს.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მთავრობა აღნიშნული სამსახურის შს სამინისტროში გაერთიანების ვარიანტზე მუშაობს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც პრემიერ-მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი მღებრიშვილის შემცვლელის დანიშვნას არ ჩქარობს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ბოლოს, მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო გაუქმდა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გამოყოფა მოხდა და მათ ბაზაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნა, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კრიზისების მართვის კომპონენტი შეითავსა. აღნიშნული ცვლილებები მაშინ განხორციელდა, როცა შს მინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ დაიკავა, ხოლო ახალი სამსახურის ხელმძღვანელობა გახარიას წინამორბედს გიორგი მღებრიშვილს ჩააბარეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შს სამინისტროს შემადგენლობიდან გასული საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეფორმირებას და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში სისტემურ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა