მაია ბითაძე - 2018 წლის ბოლომდე ვიტოვებთ დროს, რომ ჩასწორდეს ის ხარვეზები, რაც გენგეგმის დოკუმენტში იდენტიფიცირდება

2018 წლის ბოლომდე ვიტოვებთ დროს, რომ ჩასწორდეს ის ხარვეზები, რაც გენგეგმის დოკუმენტში იდენტიფიცირდება, -ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ბითაძემ აღნიშნა, ოპოზიციის შენიშვნები აბსტრაქტულია.

"ის შენიშვნები, რაც ოპოზიციას ჰქონდა, იყო ძალიან აბსტრაქტული და სასაცილოც კი. გენერალური გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც ერთნაირად უნდა აწუხებდეს როგორც ოპოზიციას, ასევე პოზიციას და ტურისტსაც. ეს ქალაქი უნდა იყოს კომფორტული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც აქ ცხოვრობს. მუნიციპალიტეტმა "სითი ინსტიტუტთან" ერთად ძალიან ბევრი იშრომა ამ გენგეგმაზე და მიმდინარე წლის ბოლომდე დროს ვიტოვებთ, რომ ყველა ის ხარვეზი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იდენტიფიცირდება, ზუსტად იქნას ასახული როგორც ზონალურ, ასევე ტექსტუალურ ნაწილში",- განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე გენგეგმის დოკუმენტს რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ. საკრებულომ დოკუმენტი აგვისტოს ბოლომდე უნდა მიიღოს, 2019 წლის 1 იანვრიდან კი, ქალაქის განვითარება ახალი გენგემით უნდა დაიწყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა