ირაკლი კოვზანაძე - ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური პროცესების და პრობლემების სწორი ხედვა და ანალიზი წარმოგვიდგინა

ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, პრობლემებისა და გამოწვევების სწორი ხედვა და ანალიზი წარმოგვიდგინა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის კარგი ტემპი აქვს, თუმცა, მისთვის დამახასიათებელი ინკლუზიურობა არ არის, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის სიკეთე მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ყოფაზე არ აისახება.

„ბატონმა ბიძინამ ასევე ხაზი გაუსვა ჭარბვალიანობის უარყოფით ეფექტს სოციალური, სისტემური და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით. ჩემი მხრივ, აღვნიშნავ, რომ სოციალური თვალსაზრისით, ჭარბვალიანობა გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს ჩვენს 500 000-ზე მეტ თანამოქალაქეს. მათი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ზოგჯერ 75%-იც კი, სესხების მომსახურებაზე მიდის. სისტემისთვის - საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჭარბვალიანობა საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას.

მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ არა ვალებით ასეთი მაღალი დატვირთვა, ეკონომიკური ზრდა 0.8%-ით უფრო მაღალი და რაც მთავარია, გაცილებით ინკლუზიური იქნებოდა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბოლო თვეებში საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ამ და სხვა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა, მათ შორის, გამოცხადდა ამნისტია 2013 წლამდე დაგროვილ საგადასახადო დავალიანებებზე, დაწესდა რეგულაციები საბანკო და არასაბანკო სექტორის ზედამხედველობის გამკაცრების მიმართულებით, განისაზღვრა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით დაწესდა შეღავათები.

კოვზანაძის თქმით, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებების ეფექტს საკუთარ თავზე ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე იგრძნობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო