ჯამბულ ჯაყელი - მეშახტეების მიერ დასახელებული კანდიდატი ტყიბულის შახტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხვალ დაინიშნება

მეშახტეების მიერ დასახელებული კანდიდატი ელდარ ჩაფიძე ტყიბულის შახტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხვალ დაინიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა ძირითადი ღონისძიებები უსაფრთხოების კუთხით არის გასატარებელი და ასევე, საუბარია სოციალური პირობებზე, კერძოდ, გამოძიების პერიოდში მეშახტეებისთვის ხელფასების გაცემაზე.

შეგახსენებთ, ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქციების გამართვა შეწყვიტეს და კომპანია „საქნახშირთან“ მოლაპარაკების პროცესზე გადავიდნენ. ისინი კომპანიისგან შახტის დირექტორად მათი კანდიდატის, ელდარ ჩაფიძის დანიშვნას ელოდებიან და შემდეგ მზად არიან, რომ როდესაც შესაძლებელი იქნება, შახტში სამუშაოდ დაბრუნდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა