დაბა შორაპანში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლის სისტემის განახლება მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქალაქის ქუჩების, დაბისა და სოფლის საუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამჟამად დაბა შორაპანში, ფარნავაზისა და ვაჩნაძის ქუჩის აღდგენა მიმდინარეობს. „გრუნტის საფარიან გზას, რომელიც მწყობრიდან იყო გამოსული, 530 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარიანი გზა ჩაანაცვლებს. ამავე ქუჩებზე ხდება წყლის მილების შეცვლა. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება“. - ნათქვამია განცხადებაში.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პარალელურად იწყება 16 ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის ქუჩების ასფალტის საფარით, ხოლო სოფლის გზების ბეტონის საფარით აღდგენას. ამავე პროექტით გათვალისწინებულია კვალითის დასახლების რამდენიმე საცხოვრებელი ეზოს კეთილმოწყობა და სოფელ არგვეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. ჯამში 8 კილომეტრზე დაიგება ახალი გზა და 2800 კვადრატულ მეტრზე ეზოები განახლდება.

„ტენდერები უკვე გამოცხადებულია და სულ მალე 16 ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება მუნიციპალიტეტში. იგი არა მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას მოიცავს, არამედ საცხოვრებელი ეზოებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და მას რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს“, - აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ, დავით ჩირგაძემ.

თამარ გაბუნია - ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კონტროლის ფარგლებში რჩება, თუმცა გარკვეული შერბილებების შემდეგ, რაღაცნაირად მოვდუნდით
ზვიად კირტავა - მთავარია, ყველა მოქალაქემ გააცნობიეროს - თუ სწორად მოექცევა ჯანმრთელობას, სამუშაოს და ბიზნესსაც შეინარჩუნებს, თუ წესებს დაივიწყებს, ყველას და ყველაფერს რისკის ქვეშ დააყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით
"დიჯიტალ ტვ" საიუბილეო აქციას იწყებს
„დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიები გაიხსნა