პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, თმარ მეფის გამზირის, ნინოშვილის, აბასთუმანის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, მარჯანიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, ფოცხვერაშვილის და სამღერეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს;

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I, II და IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, თრიალეთის, ჯავახეთის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. დიღმის (ნაწილობრივ), სოფ. ზურგოვანის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), მუხათგვერდის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის XIII კმ-ის, აღმაშენებლის ხეივნის XII კმ-ის, დიღომი 7-ის დასახლების, დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), მერაბ კოსტავას, პეტრიწის, გოდერძი ჩოხელის, გრიგოლ ფერაძის, სამაჩაბლოს, ასი ათასი მოწამის, გივი კვიჭიძის, თორნიკე ერისთავის და ვიქტორ ნოზაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: "ნატბეურების" დასახლების, სოფ. დიღმის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭანდრის I ჩიხის, დიდი დიღომის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), მარკო პოლოს, გიორგი გეხტმანის, იასე შაქარიშვილის, ოსკარ შმერლინგის, მეფე მირიანის და სერგი ცხაკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის და თავხელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგურ "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, მოსკოვის გამზირის, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირის და მეველის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სადგურის და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მიქელაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო