დავით ჭიჭინაძე - ბანკებთან დაკავშირებით ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან

ბანკებთან დაკავშირებით ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, - ამის შესახებ ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

ჭიჭინაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდა იმას, რაზეც გუშინ პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა.

“ბანკებთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა გიორგი კვირიკაშვილთან. მაშინაც იყო მუქარა, რომ თუკი უმრავლესობა ხარ, რატომ აპროტესტებ. მაშინ ერთადერთი თამარ ჩუგოშვილი იყო, ვინც ბანკებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია გაიზიარა და ხელი შეუწყო პროცესს, რომ ბანკებზე რაღაც შეზღუდვა დაწყებულიყო. პროცესი იმდენად რთული იყო, რომ ჩემი არც ერთი გამოსვლა უმრავლესობამ არ გაიზიარა. ყველაფერი იყო პირიქით. როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოში “საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები დაინიშნენ, ყველამ იცოდა, რომ მათი ლობისტი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იყო. ვთქვი, რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება და ყველას მოვუწოდე, რომ მხარი არ დაეჭირა. მაშინ ყველას ეგონა, რომ ეს ჩემი ახირება იყო“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ გადაცემა “360 გრადუსში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო