მაიკ პომპეო - ყირიმის რუსეთთან შეერთების არაღიარება ამიერიდან აშშ-ს ოფიციალური პოლიტიკა ხდება

ყირიმის რუსეთთან შეერთების არაღიარება ამიერიდან აშშ-ს ოფიციალური პოლიტიკა ხდება, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„ყირიმთან დაკავშირებული სანქციების შერბილება არ მოხდება, ვიდრე რუსეთი უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლს არ დაუბრუნებს. ამ მიზნებისათვის ჩვენ ოფიციალურ სახეს ვაძლევთ აშშ-ს მიერ არაღიარების პოლიტიკას“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ ყირიმის რუსეთთან შეერთების არაღიარების დეკლარაცია გამოსცა. დოკუმენტი ოფიციალურად აცხადებს ვაშინგტონის არაღიარების პოლიტიკას.

„მინდა განვაცხადო, რომ აშშ არ აღიარებს კრემლის მიერ ყირიმის ანექსიას. ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვდგავართ და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, - დასძინა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა