სერგო რატიანი - კომისიაზე ვხედავთ, რამდენად არასწორად იყო წარმართული ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი კომისიის მთელი მუშაობა აჩვენებს, რომ მაღალჩინოსნების, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებსა და პროკურორებს ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდათ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, მაღალჩინოსნების მიმართ საქმის ცალკე წარმოება უნდა დაიწყოს.

„კომისიის მთელი მუშაობა აჩვენებს, რომ მაღალჩინოსნებს, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებსა და პროკურორებს ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდათ და მათ მიმართ იკვეთება გარკვეული სახის პრობლემები", - განაცხაადა რატიანმა.

რატიანი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობს.

„კომისიაზე ჩვენ ვხედავთ და საზოგადოებაც ხედავს, რომ თუ რამდენად არასწორად იყო წარმართული გამოძიება, თუ რამდენი ფაქტი იყო დაფარული გარკვეულწილად. ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ფაქტობრივად, ორივე რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გავეცით, გულისხმობდა იმას, რომ დანაშაული გარკვეულწილად იყო დაფარული. ერთ შემთხვევაში არ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე,მეორე შემთხვევაშიც არ იყო ბრალი წაყენებული და ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აქ იკვეთება სრულიად ცხადად მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა", - განაცხადა რატიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს