აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ისრაელის ქნესეთის აპარატებს შორის სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი მაია ხაჯიშვილი და აპარატის წარმომადგენლები ისრაელის ქნესეთის გენერალურ მდივანს - მელერ ჰოროვიტსა და შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ლეა კრიხელს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და პროტოკოლის განყოფილების უფროსი მაია იაკობაძე.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ისრაელის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო, ისაუბრა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის ახლახანს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ისრაელის ქნესეთის წარმომადგენელთა ვიზიტი ჩვენს რეგიონში.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ ხაზგსმით აღნიშნა, რომ უმაღლეს საბჭოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადეს გულითადი მიღებისთვის და თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საპასუხო ვიზიტით ისრაელის ქნესეთში მიიწვიეს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გაცვალეს საჩუქრები და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბათუმის ღირსშესანიშნაობებსა და საკულტო ნაგებობებს დაათვალიერებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა