ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დასავლეთ საქართველოს სკოლებში 15 მილიონი აშშ დოლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დასავლეთ საქართველოს სკოლებში 15 მილიონი აშშ დოლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გენადი მარგველაშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და სოფელი ინჩხურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ქუთაისის 5-ე და 33-ე, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

მათივე ცნობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია 8 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მთლიანად, იმერეთის რეგიონში, სრული რეაბილიტაცია 17 საჯარო სკოლას უტარდება, ხოლო - სამეგრელოში - შვიდს.

„დასავლეთ საქართველოს 17 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის ჩვენ 15 მილიონი აშშ დოლარი გვაქვს გამოყოფილი. რეაბილიტაცია ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საჯარო სკოლები სრულად განახლდება და შეიცვლება მათი ინფრასტრუქტურა. სკოლები აღიჭურვება ახალი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და კაბინეტებით. ათასობით მოსწავლე მომავალ სასწავლო წელს განახლებულ სკოლებში ისწავლის“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინფორმაციით, მთლიანობაში, 2018 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია 30 საჯარო სკოლას ჩაუტარდება, რის შედეგადაც, სასწავლო გარემო 15 200 მოსწავლისათვის გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შედეგად, დასავლეთ საქართველოში დასაქმდება 1500-მდე მოქალაქე, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას მათთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამშენებლო და სარეაბილიტაციო გამოცდილების გაზიარებასა და დამკვიდრებას.

დღემდე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ჯამში საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აშშ-ის მთავრობა აფინანსებს, 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონიანი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის/გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში. ჯამში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი. კომპაქტის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარება, სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს