„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინის ინდუსტრიაზე პრეზენტაცია წარადგინა

„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინის ინდუსტრიის პრეზენტაცია გამართა. „საქართველოს ბანკის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დარგის სპეციალისტები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული კლიენტები, მცირე და საშულო ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ღონისძიებაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა ღვინის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ამერიკიდან, Master of Wine- ლიზა გრანიკი.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია ღვინის ბაზრის გლობალურ ტენდენციებთან დაკავშირებით, განხილულია ღვინის სექტორში არსებული ვითარება საქართველოში, ქართული ღვინის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე, ადგილობრივი ბაზრის განვითარების პოტენციალი და ასევე, ღვინის ბიზნესის გამოწვევები და პერსპექტივები. კვლევის მიხედვით ღვინის წარმოების და მოხმარების შემდგომი ზრდა საკმაოდ რეალისტურია. ამასთან, ღვინის ადგილობრივ მოხმარებას ტურიზმი მნიშვნელოვნად ასტიმულირებს და ღვინის ტურიზმის პოტენციალი ასათვისებელია. კვლევაში ასევე გაანალიზებულია, თუ რა როლს თამაშობს ღვინის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში. კერძოდ: დასაქმების, მომგებიანობისა და ექსპორტის მიმართულებით. ასევე, კვლევაში ხაზგასმულია ღვინის სექტორის დინამიური ზრდის ბოლოდროინდელი ტრენდი.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ღვინის სექტორის გამოწვევად დასახელებულია დაბალი მოსავლიანობა, არასათანადო ინფრასტრუქტურა, ღვინის ფალსიფიცირება და ასევე ვაჭრობის დაფინანსება. რაც შეეხება მის პერსპექტივებს, კვლევაში დასახელებულია: მზარდი საექსპორტო ბაზრების, ღვინის ტურიზმის, ქვევრის ღვინისა და ნიშური ღვინის წარმოების შესაძლებლობა, მზარდი ადგილობრივი მოხმარება მაღალხარისხიან ბოთლის ღვინოზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს