„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ბექა პეტრიაშვილი შს მინისტრს მიმართავს

სასამართლო გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, ჩემი დამკავებელი პოლიციელები ისევ სისტემაში მუშაობენ, ეს ხომ აბსურდია? - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ბექა პეტრიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებული ადამიანების ნაწილი სიმართლის დასამტკიცებლად დღემდე იბრძვის.

„7 წელია გასული რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 26 მაისს სადამსჯელო ოპერაცია მოაწყო და „დემოკრატიული მოძრაობიდან“ 45 პოლიტპატიმარი შეემატა ქვეყანას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე უმრავლოსობა მათგანის საქმე ისევ გამოსაძიებელია და ეს ადამიანები ისევ იბრძვიან თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, 7 წლის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ მის სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისი დაკავება მოხდა პოლიტიკური მოტივით, ასევე მოხდა მტკიცებულებების გაყალბებება და გამოგონება. პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საქმე ცრუ მოწმეებისა და პოლიციელების მიერ „შეიკერა“.

ბექა პეტრიაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა მისი საქმის გამოძიებაში ჩართულ პროკურატურის თანამშრომლებს, პროკურორებს ბერდია სიჭინავას და თინათინ მახარაძეს.

„მინდა მივმართო შს მინისტრს გიორგი გახარიას: ბატონო გიორგი, ძალიან დიდი აბსურდი გამოდის, როდესაც ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განაჩენი, რომ მე, ბექა პეტრიაშვილი, 19 წლის ასაკში დამაკავეს პოლიტიკური ნიშნით და ჩემი საქმე გახლავთ მთლიანად შეთითხნილი, ხოლო მეორე მხრივ, ის ოპერმუშაკები, ვინც კონკრეტულად მონაწილეობა მიიღო ჩემს დაკავებაში და ვინც გააფორმა ოფიციალურად აღნიშნული ჩვენებები, დღეს ისევ სისტემაში მუშაობენ. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ბერკეტები და შეუნარჩუნოთ ღირსება საქართველოს პოლიციას. ეს ადამიანები არ იმსახურებენ პოლიციელის მუნდირის ტარებას. ჩვენმა ბრძოლამ გარკვეული შედეგი გამოიღო. დაკავებულია ერთ-ერთი ცრუ ჩვენების მიმცემი პირი. მე არ შევწყვეტ ბრძოლას მანამ, სანამ დამნაშავე პოლიციელები ისევ სისტემაში იქნებიან დასაქმებულები“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო