გიორგი ფანცულაია - დეკანოზ გიორგი მამალაძესთან პატრიარქის შეხვედრას უწმინდესის გარემოცვა ბლოკავს

თუ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, პატრიარქის ის გარკვეული გარემოცვა, რომელიც ამ შეხვედრას ბლოკავს, მისცემს პატრიარქთან შეხვედრის შესაძლებლობას, ვფიქრობ, პატრიარქის მხარდაჭერა დეკანოზის მიმართ კიდევ უფრო გაძლიერდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხესთან ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ საპატიმროში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად შევიდა.

როგორც ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უწმინდესთან შეხვედრას დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავების დღიდან ითხოვს.

რაც შეეხება დაკავებულ დეკანოზთან მეუფეების გუშინდელ შეხვედრას, ადვოკატის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რაზე ისაუბრეს მათ გუშინდელ შეხვედრაზე და აღნიშნულზე საპატიმროში დეკანოზის მონახულების შემდეგ ისაუბრებს.

ფანცულაიას განცხადებით, წელიწადნახევრის განმავლობაში სინოდის წევრებისგან მათ ესმოდათ, რომ „ციანიდის საქმეზე“ არაერთი კითხვის ნიშანი ჰქონდათ და ბოლომდე ამ საქმეზე ჩამოყალიბებული არ იყვნენ, კერძოდ, რამდენად მართალია ამ საქმეში ბრალდებული დეკანოზი. ამდენად, ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ დეკანოზის საპატიმროში მონახულების სურვილს სხვა მეუფეებიც გამოთქვამენ და მათ აღარ ექნებათ პასუხგაუცემელი კითხვები.

„პოზიტიური ნაბიჯი იყო მეუფეების მიერ გუშინ დეკანოზის საპატიმროში მონახულება. დადებითად ვაფასებ ამას. კიდევ უფრო პოზიტიური იქნება თუ მხოლოდ ეს სასულიერო პირები არ შევლენ და დეკანოზის მონახულება მეუფეების მიერ ციხეში გაგრძელდება, რათა მათი მხრიდან თუ რაიმე კითხვის ნიშანია, ამოიწუროს და მათი გარკვეული დისტანცირება ამ საკითხთან დაკავშირებით ამ კითხვის ნიშნებით არ იყოს განპირობებული. კონკრეტულად გუშინდელ შეხვედრაზე რაზე იყო საუბარი, ამ მომენტისთვის ჩემთვის უცნობია. დეტალებზე დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებ“, - განაცხადა ფანცულაიამ.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში