სამხედროები, რომლებმაც ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა, პრემიებს მიიღებენ

სამხედროები, რომლებმაც ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა, ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს აღნიშნულ სამხედროებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

“დღეს ბატონმა პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს ჭუბერში, წყალდიდობის სალიკვიდაიო სამუშაოებში ეფექტიანი ჩართვისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამხედრო მოსამსახურეები ფულადი პრემიებით დავაჯილდოვოთ და ასევე მინდა, საჯაროდ ვთქვა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები მუდამ მზად იქნება ყოველთვის იდგეს იქ, სადაც ამის საჭიროებაა, იყოს მაქსიმალურად მხარდამჭერი, როდესაც მოსახლეობას დახმარება სჭირდება. ჩვენ მომავალშიც ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების განტვირთვის თვალსაზრისით“, - განაცხადა იზორიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს