მალხაზ მაჩალიკაშვილი - ყველანაირად ვეცდები, რომ რაც პანკისის ხეობაში მოხდა, დასახელდეს არა სპეცოპერაციად, არამედ ტერაქტად

ძალოვნების ბინძური თამაშების დროს პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების გამოყენება ხდება, რომლებიც მათი მხრიდან დღესაც დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, - ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს ზაზა სარალიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანების შუაზე გახლეჩასა მათ ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობენ, თუმცა ეს არასდროს მოხდება.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი პანკისელი ქისტი სრულუფლებიანი იყოს,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძესთან ერთად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.

“ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს პირდაპირ სახელმწიფოს მიერ ჩადენილი გახმაურებული დანაშაულია. როგორც დათო სარალიძის, ისე ჩემი შვილის საქმესთან დაკავშირებით ხდებოდა საქმის გადაფარვა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არიან დასაჭერები, თუმცა დღესაც გარეთ იმყოფებიან.

რაც შეეხება თემირლანის საქმეს, მე ყველანაირად ვეცდები, ჩემს მეგობრებთან ერთად, ის რაც პანკისის ხეობაში მოხდა, დასახელდეს არა სპეცოპერაციად, არამედ ტერაქტად და მგონი ჩვენ ყველა, ვინც რეალობას თვალებში ვუყურებთ, ამას მივაღწევთ და ისევ ამ ადამიანების დახმარებით, რადგან როგორც დათოს, ისე თემირლანის პატივსაცემად არიან ადამიანები, რომლებიც აქ მიხედავენ ყველაფერს.

რაც შეეხება პანკისის ხეობას, თავიანთი ბინძური თამაშების დროს პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების ძალოვნების მიერ გამოყენება ხდება. ისინი ძალოვნების მხრიდან დღესაც დიდი ზეწოლის ქვეშ არიან და მათ შუაზე გახლეჩასა და ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობენ, თუმცა ეს არასდროს მოხდება“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო