მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ქვეყანაში ინერგება ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით მოხდეს.

„ჩვენ მივიღეთ ევროპული დონის სტანდარტი ჰაერში ზღვრული ნორმების შესახებ, დამაბინძურებლების ზღვრული ნორმების შესახებ. აქ განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლების ზღვრები, მათ შორის, მძიმე მეტალების და დიოქსიდების. დღეიდან, როდესაც გვექნება ატმოსფერული ჰაერის შეფასება, შესაძლებლობა გვექნება, რომ ატმოსფერული ჰაერი შევაფასოთ ევროპული პრინციპების მიხედვით. აღნიშნული სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი, ეკოლოგიური პოლიტიკის ნაწილია, ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი აქტიურად საუბრობს და უახლოეს ხანებში წარმოგიდგენთ ძალიან კომპლექსურ პრეზენტაციას მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის და მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, როგორც ლოკალური, ასევე, მობილური სადგურების მეშვეობით და ასევე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განახლება-გაფართოებაზე მუშაობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა სწორედ ევროპული სტანდარტებით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება. ამასთან, ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად, განვითარება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეებს კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება მუდმივ რეჟიმში შეეძლებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო