საია - ჩვენი სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ პატიმრის გაშიშვლების უფლებამოსილება არაკონსტიტუციურად სცნო

საია-ს სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ პატიმრის გაშიშვლების უფლებამოსილება არაკონსტიტუციურად სცნო.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე, სადაც მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს #200 ბრძანების ის ნორმა, რაც უკანონო საგნის აღმოსაჩენად პატიმრის გაშიშვლებას ითვალისწინებდა. საქმეში საია ამტკიცებდა, რომ პატიმრის სხეულში დამალული უკანონო საგნის (დანა, ნარკოტიკული საშუალება და ა.შ.) აღმოჩენა შესაძლებელია გაშიშვლების გარეშე, სკანერის მეშვეობით. გასაჩივრებული ბრძანება არ ითვალისწინებდა სკანერის გამოყენების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პატიმრის გაშიშვლება იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია უკანონო საგნის აღმოჩენა სკანერის მეშვეობით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულად სცნო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძოდ, მინისტრის 2017 წლის 30 აპრილის ბრძანებით, რაც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს“, - ნათქვამია საია-ს ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2015 წლის 25 აგვისტოს, როდესაც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ჯერ კიდევ ძალაში იყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს