ფოთის ამბულატორიულ ცენტრში უფასო კონსულტაციები ჩატარდება

2 აგვისტოს, ფოთის პოლიკლინიკაში ოფთალმოლოგი, ალერგოლოგი და ნევროლოგი უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, ოფთალმოლოგი კოკა გელენიძე უფასო კონსულტაციებს, ბიომიკროსკოპიას, მხედველობის სიმახვილის დადგენას, ტონომეტრიას და საჭიროების შეთხვევაში თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპიას ჩაატარებს.

გამოკვლევები 60 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის უფასო იქნება, ხოლო ალერგოლოგისა და ნევროლოგის უფასო კონსულტაციებზე ასაკი შეზღუდული არ არის.

„უფასო კონსულტაციები ჩატარდება 10:30 - დან 17:30 საათამდე და წინასწარი ჩაწერა ხდება ნომრებზე 0 493 22 00 12; 592 85 85 85“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო