ანრი ოხანაშვილი - გამოიკვეთა გარემოება, რომელიც ვფიქრობთ, რომ საინტერესო უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის

გამოიკვეთა გარემოება, რომელიც ვფიქრობთ, რომ საინტერესო უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ამის შესახებ ჩვენ შსს-ს მივაწვდით ინფორმაციას და დაველოდებითრეაგირებას, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც კომისიამ სამი არასრულწლოვნის გამოკითხვა დაასრულა.

მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოიკვეთა. "ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ გამოკითხვებს. ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი პირი გამოვკითხეთ, მათ შორის არასრულწლოვანი, სრულწლოვანი, თვითმხილველები, ის პირები, ვინც რამე სახის ინფორმაციას ფლობდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შედეგად გამოიკვეთა გარემოება, რომელიც ვფიქრობთ, რომ საინტერესო უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ამის შესახებ ჩვენ შსს-ს მივაწვდით ინფორმაციას და შემდგომ დაველოდებით რეაგირებას. ჩვენ ვიცით, რომ შსს ინტენსიურად მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე და ვიცით ის, რომ მათაც აქვთ გარკვეული სახის გარემოებები, რომელიც მათ გამოკვეთეს. ვნახოთ, საუბარია ერთსა და იმავე თუ სხვდასხვა ტიპის გარემოებებზე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა