გიორგი გახარია აშშ-ში შეხვედრებს მართავს

საქართველოს ვიცე პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იმართება აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის პირებთან. მინისტრმა შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელთან ფილიპ დოლიფთან გამართა. შეხვედრაზე სასაზღვრო უსაფრთხოების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფინანსებული ორმხრივი პროექტები განიხილეს.

შსს-ს ცნობით, აქცენტი გაკეთდა აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა აშშ–ს მხარეს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და მზადყოფნა გამოხატა ხელი შეუწყოს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და დონორია სასაზღვრო უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა