მაია ცქიტიშვილი - ზურაბ ალავიძის მინისტრობის პერიოდში სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვები აქვს

ზურაბ ალავიძის მინისტრობის პერიოდში სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვები აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მასალები სამინისტრომ საგამოძიებო უწყებაში მათივე მოთხოვნის შემდეგ უკვე გადააგზავნა. "ყველა კითხვაზე გამოძიების პროცესში იქნება პასუხი გაცემული. გზების დეპარტამენტში მოვიდა პროკურატურიდან მოთხოვნა მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს მასალები მივაწოდეთ. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთთან დაკავშირებით იყო საუბარი", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო