დიმიტრი ცქიტიშვილი - მოწმეებისა და ფიგურანტების დაკითხვების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული სიახლეები გამოიკვეთა

მოწმეებისა და ფიგურანტების დაკითხვების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული სიახლეები გამოიკვეთა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, კომისია გარკვეულ დეტალებს პერიოდულად აწვდის საგამოძიებო უწყებას და გამონაკლისი არც ამ შემთხვევაში იქნება. ამასთან, ცქიტიშვილის თქმით, ახლად გამოვლენილი გარემოებები არ იყო საქმის იმ მასალებში, რაც მათ, როგორც კომისიის წევრებს გადაეცათ.

„ის ჩვენებები, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე, არის გამოძიების ნაწილი და არ უნდა მოხდეს ისე, რომ დავაზიანოთ ძირითადი ღერძი გამოძიების, რომელმაც საბოლოო ვერდიქტი უნდა დადოს. შესაბამისად, მე ღიად ვერაფერზე ვისაუბრებ. ის რაც კომისიის ფარგლებში დავინახეთ, მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია. არ დავკონკრეტდები, თუ ვის უკავშირდება ეს დეტალები.

ჩვენს ამ ეჭვებს და რეკომენდაციებს გავუზიარებთ საგამოძიებო უწყებებს. მე რამდენადაც ვიცი, მათაც აქვთ გარკვეული ინფორმაცია ამ კუთხით. მე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მოზარდების ორკვირიანი ინტენსიური გამოკითხვების შემდეგ გაგვიჩნდა განცდა, რომ არსებობს დამატებითი გარემოებები, რომელიც გვინდა, რომ გავუზიაროთ სამართალდამცველებს. მოწმეებისა და ფიგურანტების დაკითხვების შემდეგ გამოიკვეთა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული სიახლე არის“, -განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს