კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურაში, მდინარე ყვირილაზე დამცავი კედელი მოაწყო

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურაში, მდინარე ყვირილაზე დამცავი კედელი მოაწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

როგორც კომპანიის გარემოს დაცვის დირექტორმა, ირაკლი ნოზაძემ განაცხადა, სანაყაროზე მდებარე აგლომერატი მდინარის ადიდებისას მის დაბინძურებას იწვევდა.

მისივე თქმით, ამჟამად ეს პრობლემა გადაჭრილია და მსგავსი შემთხვევები ვეღარ განმეორდება.

InterPressNews.Ge"ჩვენ ახალი ქარხნის მშენებლობის ნებართვის ფარგლებში მომზადებული ეკოლოგიური ექპერტიზის დასკვნის პირობით, აგლომერატის სანაყაროზე, მდინარე ყვირილაზე უნდა მოგვეწყო დამცავი კედელი, რომელიც აღკვეთდა შუალედური პროდუქტის მდინარეში მოხვედრას, შესაბამისად დაბინძურებას. იგივე ვალდებულება უზრუნველყოფილი იყო სპეციალური მმართველის დანიშვნის შედეგად სამოქმედო გეგმისას, შესაბამისად, ამ გეგმის შესრულების მიზნით, მოეწყო ეს კედელი. როდესაც მდინარე დიდდებოდა, მიჰქონდა აგლომერატი და ბუნებრივია, იწვევდა მის დაბინძურებას, დღესდღეობით კი ეს უკვე შეუძლებელია", - განაცხადა ირაკლი ნოზაძემ.

InterPressNews.Geშეგახსენებთ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შპს "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი ერთი წლის წინ დანიშნა. მან ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში 14-პუნქტიანი საშუალოვადიანი (2017-2019 წლები), დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტად აღნიშნული პროექტიც იყო. მის მიერ წარმოდგენილი გეგმა კი სამ წელზეა გათვლილი. ნიკოლოზ ჩიქოვანი სპეციალურ მმართველად, სასამართლომ 3 წლის ვადით, 2020 წლის 11 მაისამდე დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურაში მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის მშენებლობა შარშან დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა