მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია - „სოლიდარობა სვანეთს! არა ძალადობრივ ჰესომანიას!“ გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია, სახელწოდებით: „სოლიდარობა სვანეთს! არა ძალადობრივ ჰესომანიას!“ გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: შეწყდეს პოლიციური ძალადობა სვანეთის მოსახლეობაზე, გაყვანილი იყოს სპეცრაზმის ყველა დანაყოფი სვანეთის ტერიტორიიდან, ასევე, შესრულდეს საარჩევნო დაპირება, რომელიც გულისხმობდა საქართველოში საკანონმდებლო დონეზე დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვას, ხოლო მცირე ჰესების მშენებლობას მხოლოდ მაშინ თუკი იქნება მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა.

„დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც ზემო ასევე, ქვემო სვანეთის და სხვა მთიანი კუთხეების მოსახლეობისადმი სოლიდარობის გამოცხადებას. ჩვენ გუშინ ვიხილეთ პირდაპირი ძალადობა მოსახლეობაზე სპეცრაზმის მეშვეობით. ამის მიზანი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ ადამიანების დაშინების მცდელობა. იმ ადამიანების დაშინების მცდელობა, რომლებიც წლების განმავლობაში იცავენ სვანეთს, როგორც ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს, რათა ის არ გახდეს კორუფციული დატბორვისა განადგურების მსხვერპლი“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა