თელავის მერია კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ პროექტს ახორციელებს

თელავის მუნიციპალიტეტის მერია კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ პროექტს „არქეოლგიური ბანაკი გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში“ ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს, პროექტში მონაწილეობენ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჰუმანიტარული მეცნიერებებით, საქართველოს ისტორიითა და არქეოლოგიით. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება და მათი პროფესიული თვალსაწიერის გაფართოება. არქეოლოგიის შესახებ საგანმანათლებლო პროცესს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის არქეოლოგები და მეცნიერები ხელმძღვანელებენ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობები. მოსწავლეები არსებულ არქეოლოგიურ სამუშაოებს ეცნობიან და მასში მონაწილეობენ. მათ საშუალება მიეცათ, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში არქეოლოგიური სამუშაოები ეწარმოებინათ პოლონეთის არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად; დაათვალიერეს აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი და მუზეუმის ოქროს ფონდი, ასევე კერამიკის სახელოსნო, სადაც ჩამოსხმისა და ძერწვის ტექნოლოგიები შეისწავლეს და თავადაც დაამზადეს სამახსოვრო თიხის ნაკეთობები; მოინახულეს სარფის ლაზურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. დაათვალიერეს არქეოლოგიური ფონდები, სადაც შეისწავლეს ექსპონატების აღრიცხვა-რესტავრაცია. შთამბეჭდავი იყო თეატრალიზებული წარმოდგენა გონიოს ციხის კედლებში, სადაც გაცოცხლებულ იქნა რომაელთა სხვადასხვა წეს-ჩვეულებები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტი "არქეოლოგიური ბანაკი გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში" უკვე მეორე წელია ხორციელდება. იგი დაფინანსებულია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მხარდამჭერები კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და აჭარის მუზეუმი არიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო