მაია ცქიტიშვილმა GWP-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა GWP-ის მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მთავარი თემა ქვეყნის წყალმომარაგების სისტემური განვითარება იყო.

„მივესალმები GWP-ის ინიციატივას, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამ სფეროს სისტემური განვითარების ირგვლივ, რაც ყველაზე მეტად აკლია ამ დარგს. საქართველოს რეგიონებში, სამწუხაროდ, 630 000 ადამიანზე მეტი გვყავს ცენტრალური წყალმომარაგების და კიდევ უფრო მეტი, 24-საათიანი წყალმომარაგების გარეშე. ძალიან დიდი ინვესტიციები იდება როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან. 2013-17 წლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, ქსელების განვითარებისთვის 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, წელს 230 მილიონ ლარამდე გამოყოფილია მიმდინარე სამუშაოებისთვის, შემდგომი 2 წლის განმავლობაში კი ეს თანხა 600 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ეს არის დიდი ინვესტიცია და მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, 2020 წლის ჩათვლით, სხვადასხვა რეგიონში, 430 000 ახალი აბონენტი დაემატება წყალმომარაგების ქსელს. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, საქართველოს წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლები, ასევე, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და დანიიდან მოწვეული წყალმომარაგების კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა