კომპანია RMG მზადყოფნას გამოთქვამს, ბოლნისელ მეღვინეებს ხელი შეუწყოს

ბოლნისში, კომპანია RMG -ის, მეღვინეთა გაერთიანება "ღვინო ბოლნისსა" და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის სამმხრივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია RMG- დან აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია RMG -იმ, როგორც ქვეყანაში და რეგიონში უმსხვილესმა ბიზნესმა ხელი შეუწყოს ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციას და მათ შემდგომ განვითარებას. მეღვინეთა გაერთიანება "ღვინო ბოლნისი“ 2018 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა და ამ დროისთვის მცირე ტიპის 15-მდე საოჯახო მარანს აერთიანებს. ბოლნისელი მეღვინეების მიზანია ბოლნისში აღდგეს ძველი ქართული მეთოდით ქვევრში ღვინოს დაყენების ტრადიცია, რაც ბოლო 400 წელი დაკარგული იყო.

კომპანია RMG გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს ბოლნისელ მეღვინეებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში მონაწილეობის მიღებაში, მათ ჩართულობას სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო სემინარებსა და მასტერკლასებში და სხვა.

„მოხარული ვარ, რომ აღნიშნული მემორანდუმით სამივე მხარემ გამოვთქვით სურვილი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციაში. ჩვენი კომპანიისათვის ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უძველესი მეღვინეობის ტრადიციის აღდგენას და მის გაძლიერებას ბოლნისში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედეგს გამოიღებს და ძალიან მალე ბოლნისური ღვინოები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გახდება მოთხოვნადი,“ - განაცხადა RMG -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო