თამარ ტალიაშვილი - ქართული კულტურა ოპოზიციისათვის ტაშ-ფანდურია, ჩვენთვის კი თვითმყოფადობისა და მდგრადობის ფუნდამენტია

ქართული კულტურა ოპოზიციისათვის ტაშ-ფანდურია, ჩვენთვის კი ეროვნული თვითმყოფადობის, იდენტობის, ასევე მდგრადი ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტია, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას, რომლის თანახმადაც თბილისის ბიუჯეტი ტაშ-ფანდურისთვის იზრდება.

ტალიაშვილის განმარტებით, კულტურისა და განათლების მიმართულებები ტრადიციულად დეფიციტურად იგეგმება და წლის მანძილზე სატენდერო დანაზოგებითა თუ შემოსულობებით ივსება. მიუხედავად თუნდაც ამ შევსებისა მხოლოდ 0,55% პროცენტს წარმოადგენს კულტურული ღონისძიებები ჩვენი ბიუჯეტის.

“თუ ტოტო კუტუნიოს კონცერტისთვის არ ენანებოდა “ნაციონალურ მოძრაობას” თანხა, მაინტერესებს რატომ ეწინააღმდეგება ვახტანგ კახიძის, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის, თეატრალური, კამერული თუ თანამდეროვე ქართული შემოქმედების მხარდაჭერას. მოსახლეობა ელოდება ამ ფესტივალებს. ამასთან გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე წელს თბილისი გამორჩეულად იქნება წარმოდგენილი. ასე, რომ მოვუწოდებ ოპონენტებს, კულტურას მაინც სცენ პატივი“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა