ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ახალშენის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურიდან აცნობეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. მათივე ინფორმაციით, ამჟამად ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 469 469 ლარია გამოყოფილი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „ფელიქსი“ აწარმოებს. შენობის დარბაზი 600 ადამიანზეა გათვლილი. ობიექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ნახევარსაუკუნოვან შენობას კაპიტალური რემონტი პირველად უტარდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო