დიმიტრი ცქიტიშვილი - ქალი პრეზიდენტი ძალიან კარგი იქნება, განსაკუთრებით დღეს

ალბათ, ჩემს დამოკიდებულებას მას შემდეგ გამოვხატავ, როცა კონკრეტულად დადგინდება, საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ არის, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას “ქართული ოცნების” მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

“არ მგონია, სწორი იყოს ჩემს კოლეგაზე ვისაუბრო, ვიდრე საბოლოოდ გაჟღერებული არ არის და მხოლოდ ჭორების საფუძველზე რაღაც შეფასებები გავაკეთო. ზოგადად, მე მგონია, რომ ქალი პრეზიდენტი ძალიან კარგი იქნება, განსაკუთრებით დღეს”, -აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, თვითონ ის იდეა, რომ მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი პარტია “ქართული ოცნების” წევრი შესაძლოა არ იყოს, ძალიან საინტერესოა.

“თანამედროვე საქართველოში და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პირობებში, ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც აქვს საშუალება, რომ თანაბარი კომუნიკაცია და ურთიერთობები ჰქონდეს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან: დიდთან, პატარასთან, მარგინალთან და არ ჰქონდეს პოლიტიკური ბმა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაზე. ეს მგონია, რომ ძალიან საინტერესო გადაწყვეტაა, ახალი, დემოკრატიული საპრეზიდენტო ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში”,- აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს