თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების გაცნობა ქობულეთიდან დაიწყო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში აქტიური ტურისტული სეზონია. მთავრობის თავმჯდომარემ სეზონის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ქალაქის მერისაგან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისაგან მოისმინა. რიჟვაძე ქობულეთის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებსაც გაესაუბრა და მათი შეფასებები მოისმინა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ასევე ნაპირსამაგრი სამუშაოების მდგომარეობას, რომლის 650-მეტრიანი მონაკვეთი უკვე დასრულებულია.

“აღნიშნულ პროექტზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა. იყო საკითხები, რომლებიც საჭიროებდა მყისიერ გადაწყვეტას და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ჩართულობით მოესწრო თითქმის ნახევარზე მეტი სამუშაოს დასრულება. ტურისტების გამოკითხვის შედეგადაც უკვე ვლინდება, რომ სერიოზული პროგრესი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს სამუშაოები გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში მთლიანად მოწესრიგდება ნაპირსამაგრი სამუშაოები და ინფრასტრუქტურა, რომელიც ქობულეთს და ქობულეთის ტურისტებს ესაჭიროება მომავალში. ჩვენ არ მოვადუნებთ ყურადღებას და ძალიან ხშირად გავაკეთებთ მონიტორინგს ადგილზე, რადგან გვქონდეს ნათელი წარმოდგენა, თუ როგორი გრაფიკით მიმდინარეობს სამუშაოები, რათა მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ როგორც ქობულეთის მაცხოვრებლებს, ისე ჩვენს სტუმრებს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ქობულეთში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა მრავალწლიანი პროექტია. ნაპირდამცავი კედლის პროექტს ქობულეთში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჯამში 2 კმ-მდე ახალი ჯებირის აშენება და სავალი ნაწილის კეთილმოწყობაა გათვალისწინებული. სამუშაოების განსახორციელებლად 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

“ნაპირსამაგრი სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც ზაფხულამდე ვერ მოესწრო, ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე გაგრძელდება“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა