მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე გამოტანილი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა

მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე გამოტანილი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულ ადვოკატს შუამავლის საშუალებით დაუკავშირდა და გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებაზე თანხმობა მისცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ირმა ინასარიძემ განუცხადა, მან სააპელაციო სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, იმ ადამიანების ჩვენებების საფუძველზე მოხდა, რომლებიც ღიად აფიქსირებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მტრები არიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედება ბრალად. მასთან ერთად ამავე საქმეზე პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე მიეცნენ. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი. კერძოდ, ივანე მერაბიშვილს საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა