შიდა ქართლში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი სამაცივრო კომპლექსი ამოქმედდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს “გლენბერი“ სახელმწიფოს დახმარებით, “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

“საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მოხდა. საწარმოში ჯამურად 5 000 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 600 000 ლარი - გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა-ქართლის რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და საქართველოში ისრაელის ელჩთან შაბთაი ცურისთან ერთად სამაცივრო კომპლექსი გახსნა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1 200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. ამას გარდა, სამაცივრო კომპლექსს გააჩნია გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა და უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით 24 საათში 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია საექსპორტო ბაზარზე ევროკავშირის ქვეყენებში, ისრაელში, თურქეთში და პანამაში. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 80 ადამიანი ემატება. კომპანიაში 2018 წლის ბოლომდე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგება.

“2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 173 ახალი საწარმო დაფინანსდა. საიდანაც შიდა-ქართლის რეგიონში 20 ახალი საწარმო შეიქმნა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. “ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა