პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს და აღნიშნეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უახლოეს პერიდში გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ დღეს გამოქვეყნდა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში, რომლის მთავარი რეკომენდაციაა, პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს და კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ.

უშუალოდ NDI-ის ანგარიშის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა