იერუსალიმში, ტაძრის მთიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო

იერუსალიმში, ტაძრის მთიდან პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა.

„ტაძრის მთაზე ლოცვის დასრულების შემდეგ პოლიციელებს ქვები და პეტარდები დაუშინეს. პოლიციის ხელმძღვანელის ბრძანებით, პოლიციის ძალები ტაძრის მთაზე ავიდნენ და იქ მყოფი ხალხის ევაკუაცია დაიწყეს“, - ნათქვამია იერუსალიმის პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის განცხადებით, შეტაკებების პროვოცირება „გაუგებარი და აუხსნელი ნაბიჯია“.

პოლიციასთან შეტაკებისას ათობით პალესტინელი დაშავდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამ მომენტისთვის ისრაელის პოლიციამ ალ-აქსას მეჩეთზე წვდომა გადაკეტა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო