ლევან ხაბეიშვილი - მერე რა მოხდა 1.13 ლარად თუ იკვებება 40 000 მოქალაქე, პიარს გავაკეთებთ და მოეჩვენებათ, რომ ხაშლამას და გოჭს ჭამენო, ეს დამოკიდებულება აქვს მერიას

მერე რა მოხდა 1.13 ლარად თუ იკვებება 40 000 მოქალაქე, პიარს გავაკეთებთ და მოეჩვენებათ, რომ ხაშლამას და გოჭს ჭამენო, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაიბის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, საკრებულოს მიერ დედაქალაქის ბიუჯტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ქართული ოცნების" ახსნა არის, რომ 16 მილიონი არ ჰყოფნის მერიის ადმინისტრაციას, ერთი მილიონი უნდა დავამატოთო, ლონდონზე მეტი ავტომობილი რომ გვყავს, არ გვყოფნის, ერთი მილიონი უნდა დავამატოთო, პიარი ხომ გვჭირდება ნახევარი მილიონი უნდა დავამატოთო, მერე რა მოხდა 1.13 ლარად თუ იკვებება 40 000 მოქალაქე, პიარს გავაკეთებთ და მოეჩვენებათ, რომ ხაშლამას და გოჭს ჭამენო. ეს დამოკიდებულება აქვს დედაქალაქის მერიას და ბოდიშით, ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა